სამხედრო მოსამსახურე:

ა) ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უფროსის/მეთაურის მიერ მისი საქმიანობის შემოწმება;

ბ) საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი;

გ) მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობრივ მდგომარეობას და უფლებამოსილებას იყენებს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო ინტერესების დასაცავად;

დ) დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ასრულებს კეთილსინდისიერად;

ე) იცავს ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნებს;

ვ) იცავს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის პრინციპებს;

ზ) უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს სამსახურებრივ ქონებას;

თ) სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უბრუნებს სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, საშვს ან სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ასევე მისთვის მინდობილ ქონებას (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით), რომელიც მას გადაცემული ჰქონდა საჯარო დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდშ