1. სამხედრო მოსამსახურე:
ა) საქმიანობისას ხელმძღვანელობს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, შესაბამისი ვითარების გათვალისწინებით, კანონით მინიჭებული შესაძლო საშუალებებიდან უპირატესობას ანიჭებს ნაკლები ზიანის მომტან საშუალებას;
ბ) განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შესაბამისი და აუცილებელი ქმედების განხორციელებისას ადგენს, არის თუ არა მის მიერ განხორციელებული ქმედება პროპორციული განსაზღვრულ მიზანთან;
გ) ქმედების განხორციელებამდე განსაზღვრავს მისაღწევ ლეგიტიმურ მიზანს.
2. სამხედრო მოსამსახურის მიერ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად განხორციელებული ქმედება უნდა იყოს:
ა) შესაბამისი – როდესაც ის ემსახურება განსაზღვრულ მიზანს და შესაძლებელს ხდის ამ მიზნის მიღწევას;
ბ) აუცილებელი – როდესაც სამხედრო მოსამსახურეს, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, არ აქვს სხვა უფრო მსუბუქი ზიანის მიმყენებელი ქმედების განხორციელების საშუალებ