სამხედრო მოსამსახურე:

ა) სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით;

ბ) თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან;

გ) თავის სამსახურებრივ მდგომარეობას არ იყენებს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისთვის;

დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისგან, რომელიც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გასატარებლად;

ე) არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის;

ვ) თავს იკავებს კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობებისაგან, რომელიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გასატარებლა