თავი II — დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სამსახურეობრივ ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.
2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად.
3. დაწესებულებაში დასაქმებული პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.
4. დაწესებულებაში დასაქმებული პირი არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის.
5. დაწესებულებაში დასაქმებული პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს იკავებს კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი— საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №05/40, 21.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 450010000.22.088.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6760170/muxli-5/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია