1. საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების (შემდგომ – წესი) დადგენის მიზანია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში ეთიკური გარემოს შექმნა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ინსტიტუციურ ეფექტიანობასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას.

2. ეს წესი ვრცელდება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირში (შემდგომ – დაწესებულება) დასაქმებულ ყველა იმ პირზე, რომელზეც არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ან/და სხვა სპეციალური კანონ