1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი კეთილსინდისიერად ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში. იგი თანამდებობრივ მდგომარეობასა და უფლებამოსილებას იყენებს სამსახურებრივი ინტერესის დაცვის მიზნით კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს ხელმძღვანელის მიერ მისი საქმიანობის შემოწმება.

3. დაწესებულებაში დასაქმებული პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამსახურებრივ ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს როგორც ინტერესთა კონფლიქტი.

4. დაწესებულებაში დასაქმებული პირი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს სამსახურებრივ მოწმობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაცემულ სხვა ოფიციალურ დოკუმენტს და არ იყენებს მათ რაიმე სახის უპირატესობის ან სარგებლის მიღების, ასევე სამართალდარღვევის ან/და სხვა სახის გადაცდომებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

5. დაწესებულებაში დასაქმებული პირი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის მინდობილ ქონებას. ასევე, დაწესებულებაში დასაქმებული პირი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს დაწესებულების სხვა ქონებას და სახელმწიფო საკუთრებას.

6. დაწესებულებაში დასაქმებული პირი მინდობილი ქონების დაზიანების, დაკარგვის ან/და განადგურების, ასევე მინდობილი ქონების იმავე დაწესებულებაში მომუშავე სხვა პირისთვის გადაცემის ან დაწესებულების შენობიდან გატანის შესახებ ატყობინებს დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს.

7. დაწესებულებაში დასაქმებული პირი სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ პირს უბრუნებს სამსახურებრივ მოწმობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, ასევე მისთვის მინდობილ ქონებას (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით), რომელიც მას გადაცემული ჰქონდა დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდშ