1. თანამშრომელი მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში და თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობებისა და მათგან გამომდინარე ხელმძღვანელის ცალკეული მითითებების/დავალებების შესასრულებლად.
2. თანამშრომელი, დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, დროულად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს.
3. თანამშრომელი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს სამსახურებრივ პირადობის მოწმობას ან/და უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაცემულ სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს.
4. თანამშრომელი სამსახურებრივ პირადობის მოწმობას, უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაცემულ სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ასევე, სამსახურის სიმბოლოებს, არ იყენებს რაიმე სახის უპირატესობის ან სარგებლის მიღების, ასევე სამართალდარღვევის ან/და სხვა სახის გადაცდომებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნი