1. თანამშრომელი ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვით, ეფექტიანად, პროდუქტიულად, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
2. თანამშრომელი, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს, ზრუნავს მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომების დროულ გამოსწორებაზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სრულად იყენებს სამსახურის მიზნების მისაღწევად.
3. თანამშრომელი საჭიროებისამებრ იუმჯობესებს პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს სამსახურის მიერ შეთავაზებულ ან საკუთარი ინიციატივით შერჩეულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის გზი