1. თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლისა, შეუძლია საჯაროდ გამოხატოს თავისი შეხედულება სამსახურის პოლიტიკასთან მიმართებით, თუ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ეხება იმ საკითხებს, რომლებიც შედის უშუალოდ მის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ან/და მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. აღნიშნულ შემთხვევაში, თანამშრომელი უთითებს, რომ მისი შეხედულება არ წარმოადგენს სამსახურის პოზიციას.

2. თანამშრომელი თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან.

3. თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თავს იკავებს ისეთი ქმედებისგან, განცხადებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება.

4. თანამშრომელი თავს იკავებს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილ საკითხებზე, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამსახურის რეპუტაციასა და საქმიანობას.

5. თანამშრომელი საჯაროდ გამოხატავს სამსახურის პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება სამსახურისაგა