1.  თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. თანამშრომელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ქმედებათა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

3. თანამშრომელი იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოს სამსახურში საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევ