პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი (შემდგომ – კოდექსი) ადგენს ქცევის ისეთ ნორმებსა და სტანდარტებს, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) საქმიანობის წარმართვას სამართლიანად, კანონიერად, ობიექტურად, მიუკერძოებლად, კვალიფიციურად, პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად, ეფექტიანად, პროდუქტიულად, კოლეგიალურად, საიდუმლოების, პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვი