მუხლი 8. საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა
თავი II — თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ, კონფიდენციალურ ან/და არასაჯარო ინფორმაციას იცავს, არ ამჟღავნებს და არ იყენებს მას არასამსახურებრივი მიზნით (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა).
2. თანამშრომელი პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით, არ ამჟღავნებს პერსონალურ მონაცემებს გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ასევე არ იყენებს პერსონალურ მონაცემებს არასამსახურებრივი მიზნი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №25, 29.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 010100000.78.091.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6119665/muxli-8/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია