1. თანამშრომელი გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად, დასაბუთებულად და ტაქტიანად.
2. თანამშრომელი ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას.
3. თანამშრომელი, სამიზნე ჯგუფის შესაბამისად, არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა და ღია დიალოგი.
4. თანამშრომელი პატივს სცემს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
5. თანამშრომლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი, კორექტული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამსახურის ინტერესებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სამსახურის პოზიცია.
6. თანამშრომელს, რომელიც აკეთებს განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, უფლება აქვს, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ მოცულობის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც მოცემული დროისათვის მისთვის არის ცნობილი და არ დააზიანებს სამსახურის ინტერესებს.
7. თანამშრომელი კეთილგანწყობით იღებს თითოეულ მოქალაქეს, დაწესებულების/ორგანიზაციის წარმომადგენელს და სამსახურის სტუმარს, უწევს მათ ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში უხსნის დადგენილ პროცედურებს და ეხმარება სასურველი მომსახურების/კონსულტაციის მიღებაში. თუ დასმული საკითხი სცილდება მის კომპეტენციას, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის თანამშრომელს ან აცნობებს შესაბამისი დეპარტამენტის უფროსს/უშუალო ხელმძღვანელ