1. თანამშრომელი არის კორექტული და თავაზიანი სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობისას და პატივს სცემს მათ.

2. თანამშრომელი ცდილობს თავიდან აირიდოს სხვა თანამშრომლებთან მიმართებით სამსახურისათვის შეუფერებელი საქციელი.

3. თანამშრომელი, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს სხვა თანამშრომელს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

4. თანამშრომელი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლის მიმართ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს, პირველ რიგში, განიხილავს უშუალოდ ამ თანამშრომელთან.

5. თანამშრომელი საერთო დავალების შესრულებისას ან გუნდური მუშაობის დროს ცდილობს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს და შესაძლო შედეგებზე იღებს ერთობლივ პასუხისმგებლობას, ასევე ჯგუფის ინტერესებს აყენებს პირად ინტერესებზე მაღლა.

6. თანამშრომელი ხელს უწყობს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს არიდებს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას.

7. თანამშრომელი, პირადი მიზნებისთვის, არ ითხოვს სხვა თანამშრომლისაგან ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც სცილდება მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს.

8. თანამშრომელი თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომელს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების ჯეროვან შესრულებაში.

9. თანამშრომელი თავს იკავებს სხვა თანამშრომლის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან.

10. თანამშრომელს წინასწარ განზრახულად არ შეჰყავს სხვა თანამშრომელი შეცდომაში.

11. თანამშრომელი ითვალისწინებს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებ