1. თანამშრომელი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის, იყენებს მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის გადაცემულ, სამსახურის ბალანსზე რიცხულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებსა და არაფინანსურ აქტივებს.
2. თანამშრომელი მისთვის გადაცემული, სამსახურის ბალანსზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და არაფინანსური აქტივების ისეთი დაზიანების, რაც არ არის განპირობებული ბუნებრივი ცვეთით, ასევე განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის უფროსს/უშუალო ხელმძღვანელს, ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს და სამსახურის შიდა აუდიტ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №25, 29.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 010100000.78.091.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6119665/muxli-16/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია