1. თანამშრომელი პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს სამსახურში არსებულ სუბორდინაციას.
2. თანამშრომელი, კომპეტენციის ფარგლებში, კეთილსინდისიერად ასრულებს სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის მითითებებსა და დავალებებს, გარდა ისეთისა, რომლის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. თუ აღნიშნული დავალებები თანამშრომლისათვის ბუნდოვანი ან რთულად შესასრულებელია ან მისი კომპეტენცია და პროფესიული ცოდნა არ არის მსგავსი დავალების შესრულებისათვის საკმარისი, თანამშრომელი დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნული გარემოებების შესახებ დავალების მიმცემ ხელმძღვანელს.
3. თანამშრომელი ხელმძღვანელთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
4. თანამშრომელი, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, თავისუფლად აფიქსირებს თავის პოზიციას თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან სამსახურებრივ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, კრიტიკულ და განსხვავებულ მოსაზრება