1. თანამშრომელი არ იღებს ისეთი სახის შეთავაზებას, რომელიც წარმოშობს ან რომელმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა შეუთავსებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან ან/და გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე.
2. თანამშრომელი ცდილობს თავი აარიდოს ისეთ გარემოებებს, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს კერძო ინტერესის პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენად მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.
3. თანამშრომელი, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან/და შესაძლო წარმოშობის შემთხვევაში, არ მონაწილეობს სამსახურის სახელით სხვა დაწესებულებასთან ან პირთან ურთიერთობებში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის შემთხვევაში, თანამშრომელი აცნობებს სამსახურის უფროსს და ახდენს თვითაცილებას.
5. თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას არ ითხოვს ან/და არ იღებს მატერიალურ ან არამატერიალურ სარგებელს ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან. თანამშრომელი არ იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას კერძო ინტერესების სასარგებლო