1. თანამშრომელი ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას, მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისას და მიჯნავს სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.
2. თანამშრომელი ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად.
3. თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.
4. თანამშრომელი არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის.
თანამშრომელთა ქცევის წესე