1. თანამშრომელი პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და იცავს მათ.

2. თანამშრომელი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

3. თანამშრომელი ხელს უწყობს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას და იცავს ყველა სამართლებრივ ნორმას, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ნიშნისა. თანამშრომელი არ ახორციელებს რაიმე სახის დისკრიმინაციულ ქმედებას.

4. თანამშრომელი პატივს სცემს და ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს გონივრული მისადაგების ფარგლებშ