1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ასრულებს ხელმძღვანელის დავალებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას.
3. დაწესებულებაში დასაქმებული პირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გადაწყვეტილებათა კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
4. დაწესებულებაში დასაქმებული პირი იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებ