1. სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა გამომდინარეობს კანონის უზენაესობის პრინციპიდან.
2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.
3. სამხედრო მოსამსახურე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გადაწყვეტილებათა კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
4. სამხედრო მოსამსახურე იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის შესაძლო დარღვევებ