1. სამხედრო მოსამსახურე:
ა) პატივს სცემს თანამშრომელთა კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს თანამშრომელს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას;
გ) ეხმარება და იცავს თავის თანამშრომელს, რომელიც დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ხოლო ბრძოლის ველზე დაჭრისას ან განსაკუთრებული ვითარების არსებობისას უზრუნველყოფს მის გამოყვანას და სათანადო დახმარების გაწევას;
დ) საერთო დავალების შესრულებისას ან გუნდური მუშაობის დროს ცდილობს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს;
ე) დავალების შესრულებისას ქმნიან ერთიან ძლიერ გუნდს დასახული მიზნების და ამოცანების წარმატებით შესასრულებლად, რა დროსაც პირადი საჭიროებები და სურვილები ექვემდებარება გუნდურ პრინციპებს.
2. სამხედრო მოსამსახურეს აქვს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისადმი (თანამებრძოლებისადმი) ნდობ