სამხედრო მოსამსახურე:
ა) განსაზღვრავს განსახორციელებელი ღონისძიებებისა და დავალებების პრიორიტეტულობას. პრიორიტეტთა განაწილებისას წარმოშობილი წინააღმდეგობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე მიმართავს უშუალო მეთაურს/უფროსს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) რაციონალურად და გონივრულად ანაწილებს სამუშაო დროსა და რესურსებს დავალებების შესრულებისას;
გ) სამუშაოს დაგეგმვისას გონივრულად აფასებს შესაძლო რისკებისა ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოშობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს გზებსა და სტრატეგიებს მათ აღმოსაფხვრელად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესს და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას სამხედრო სამსახურის მიზნებთა