1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას, სამხედრო მოსამსახურე ითვალისწინებს მათ განსხვავებულ ტრადიციებსა და ცხოვრების წესის თავისებურებებს.

2. საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში სამხედრო მოსამსახურე  არის თავაზიანი და კეთილგანწყობილი.

3. სამხედრო მოსამსახურემ საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქმედებისგან.

4. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის მხრიდან საზოგადოების წევრის მიმართ მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება სიგარეტის მოწევა, სატრანსპორტო საშუალებიდან საუბარი და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნ