ზემდგომ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურე:
ა) თავს არიდებს მის დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე მოსამსახურისათვის არასამართლიანი უპირატესობის მინიჭებას;
ბ) დავალებებს გასცემს მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების კომპეტენციების ფარგლებში და უზრუნველყოფს სამუშაო დროისა და ფუნქციების ეფექტიან გადანაწილებას;
გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოავლენს იმ სფეროებს, რომლებშიც შესაძლოა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის რისკი და ცდილობს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული რისკის შემცირებას ან/და ეფექტიან მართვას;
დ) ობიექტურად და მიუკერძოებლად აფასებს მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ შესრულებულ საქმიანობას, აფასებს თანამშრომლის მიერ მიღწეულ შედეგებსა და ძალისხმევას;
ე) მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემისას ინარჩუნებს კორექტულობას;
ვ) უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულად გავრცელებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სამხედრო მოსამსახურის საქმიანობასა და სამუშაო გარემოზე;
ზ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს იმ მოსამსახურის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება;
თ) გულისხმიერად ეპყრობა მოსამსახურეთა პირად პრობლემებს, რათა აღნიშნულმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურებრივ გარემოზე;
ი) ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების სამხედრო განათლების ხელმისაწვდომობასა და მათ ჩართულობას პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამებშ