1. სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთობა ხორციელდება შესაბამისი საჯარისო სამსახურის წესდებით და ემყარება სუბორდინაციასა და დისციპლინას, აგრეთვე კოლეგიალობის პრინციპებს.

2. სამხედრო მოსამსახურემ:

ა) უნდა აწარმოოს თანამშრომლებთან კორექტული ურთიერთობა, მიაწოდოს მათ სწორი ინფორმაცია. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა;

ბ)  ხელმძღვანელობის ან დაქვემდებარებული პერსონალის, აგრეთვე სხვა პირთა  მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი  შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქმედებისგან;

გ) სამსახურებრივი ურთიერთობისას თავი უნდა შეიკავოს ფამილიარული ურთიერთობებისაგან, არ  ისაუბროს მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით,  დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას;

დ) თანამშრომლებს უნდა მიაწოდოს აუცილებელი პროფესიული ინფორმაცია და გაუწიოს მათ სათანადო დახმარება;

ე) პატივი უნდა სცეს მეთაურს და ზემდგომ თანამდებობის პირებს. თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედების ჩადენისგან, რამაც შესაძლოა შელახოს მათი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

3. სამხედრო მოსამსახურე გამოხატავს აზრს  გასაგებად და დასაბუთებულად, სამიზნე ჯგუფის შესაბამისად არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა. ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირება