1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი აზრს გამოხატავს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად. ოფიციალურ წერილობით კომუნიკაციას ახორციელებს შესაბამისი სტილისა და სტანდარტების დაცვით.
2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას.
3. დაწესებულებაში დასაქმებული პირი სამიზნე ჯგუფის შესაბამისად არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა და ღია დიალოგ