მუხლი 23. დაწესებულებაში დასაქმებული პირის ურთიერთობა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებთან
თავი III — დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პროფესიული საქმიანობის სტანდარტები
1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი კეთილსინდისიერად ასრულებს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირის მითითებებს, ბრძანებებსა და სხვა ზეპირ თუ წერილობით დავალებებს. თუ აღნიშნული დავალებები დაწესებულებაში დასაქმებული პირისთვის ბუნდოვანი ან რთულად შესასრულებელია ან მისი კომპეტენცია და პროფესიული ცოდნა არ არის მსგავსი დავალების შესრულებისათვის საკმარისი, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნული გარემოებების შესახებ დავალების მიმცემ ხელმძღვანელს.
2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი არ ასრულებს ისეთი სახის მითითებებს, დავალებებსა და ბრძანებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობა
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №05/40, 21.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 450010000.22.088.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6760170/muxli-23/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია