1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ანგარიშვალდებულია მისი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში.

2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი იღებს პასუხისმგებლობას მისთვის გადაცემული (დელეგირებული) უფლებამოსილების ფარგლებში.

3. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ცდილობს იყოს სამაგალითო დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირებისთვისა და საზოგადოებისათვის.

4. დაწესებულებაში დასაქმებული პირი უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ქმედებების შესაბამის დასაბუთება