თავი III — დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პროფესიული საქმიანობის სტანდარტები
1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებასა და დაწესებულებაში არსებულ მრავალფეროვან გარემოს.
2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი უზრუნველყოფს დაწესებულებაში თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას ვინმესთვის დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭების ან ვინმეს არაუპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების აკრძალვის გზით.
3. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ცდილობს თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
4. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ხელს უწყობს დაწესებულებაში ქალისა და მამაკაცისთვის თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
5. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ცდილობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავიდან აირიდოს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 14. თანასწორობა— საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 4. თანასწორობა— საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №05/40, 21.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 450010000.22.088.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6760170/muxli-14/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია