1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი პატივისცემით ეპყრობა თანამშრომლებს, განურჩევლად მათი იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ინფორმირებულია სექსუალური შევიწროების ფენომენისა და ამგვარი პრაქტიკის დაუშვებლობის შესახებ როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში.

3. დაწესებულებაში დასაქმებული პირი არ ახორციელებს სექსუალურ შევიწროებას, ინფორმირებულია ამგვარი ფაქტების მხილების შიდაუწყებრივი და ზოგადი პროცედურების შესახებ.

4. დაწესებულებაში დასაქმებული პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას და მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ეპყრობა სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოფხვრისკენ მიმართულ ნებისმიერ განხილვას, კომუნიკაციასა თუ ქმედება