1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე საქმის წარმოებას ახორციელებს  საბჭოს სამი წევრისგან შემდგარი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი და საკრებულოს წევრი.

2. კომისიის წევრთა ვინაობა, რომელთაგან ორი მათგანი მაინც უნდა იყოს ქალი, განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.

3. კომისიას თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე.

4. საქმის განმხილველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ტრენინგი/კურსი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეგულირების მექანიზმის შესახე