1. წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების ყველა თანამშრომელზე, განურჩევლად თანამდებობრივი რანგისა და შრომითი ურთიერთობის ფორმისა, მათ შორის საკრებულოს წევრებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე (შემდგომში – „მოსამსახურე“).
2. წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება როგორც სამუშაო ადგილზე, ასევე სამუშაო ადგილის გარეთ არსებულ სივრცეებზე, რომელიც გამოიყენება მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის მიზნებისთვის, მათ შორის, ცენტრალური ოფისები და შენობის გარეთ სივრცეები – შეხვედრები, მივლინებები, ტრენინგები, კონფერენციები, ადგილი, სადაც დასაქმებული სარგებლობს შესვენებით ან საკვებით, იყენებს ჰიგიენისა და დასაბან საშუალებებს და გამოსაცვლელ ოთახებს, სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობები და კომუნიკაციები, მათ შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით და სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობების შესასრულებლად როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დროს.
3. აღნიშნული რეგულაციის მიზნებისათვის სექსუალური შევიწროება შესაძლოა განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოს მოსამსახურემ.
4. ამ მექანიზმის მიზნებისთვის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მოსამსახურე ან სხვა ნებისმიერი პირი, რომლის მიმართ სექსუალური შევიწროება მუნიციპალიტეტის მოსამსახურემ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას განახორციელა.
თავი II
სექსუალური შევიწროების ცნება, ფორმები და ინდიკატორე