1. საბჭოს წევრისათვის სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლის მიერ ზეპირი ან წერილობითი ფორმით საჩივრის წარდგენის შემდეგ, საჩივრის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლივ აღრიცხავს ინციდენტ(ებ)ის თარიღს, დროსა და ფაქტობრივ გარემოებებს და მიმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერიის კომისიას სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესწავლის თაობაზე.

2. სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლის ან საბჭოს წევრის  მიერ ზეპირი ან წერილობითი ფორმით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერიის კომისიისთვის ან კომისიის რომელიმე წევრისთვის საჩივრის წარდგენის შემდეგ, კომისია სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესწავლის მიზნით იწყებს წარმოებას.

3. კომისია უფლებამოსილია სავარაუდო მსხვერპლის ინტერესების დაცვისა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის თანხმობით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთ-ერთ მხარეს, საკრებულოს წევრისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდა, შეუცვალოს სამუშაო ფუნქციები ან/და სამუშაო სივრცე ან გამოიყენოს სხვა დროებითი ღონისძიება, მათ შორის, შესთავაზოს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა.
თავი IV
სექსუალური შევიწროების საქმის განმხილველი სუბიექტი მუნიციპალიტეტის ორგანოებ