1. თუ საქმის განმხილველი რომელიმე პირი სავარაუდო შემავიწროებელია, კომისიის წევრად შეირჩევა იმავე ერთეულის/სამსახურის სხვა მოსამსახურე.

2. სავარაუდო მსხვერპლი ან სავარაუდო შემავიწროებელი, უფლებამოსილია, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ან ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, მოითხოვოს საქმის განმხილველი მოსამსახურის  სხვა მოსამსახურით ჩანაცვლება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და საქმის განმხილველი სხვა მოსამსახურის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.

4. იმ შემთხვევაში, თუ განიხილება კომისიის თავმჯდომარის აცილების საკითხი, გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ან მერი, შესაბამისად.

5. აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სხვა პირის საქმეში ჩართვა უნდა მოხდეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. დაუშვებელია აცილების მექანიზმის დროის გაჭიანურების მიზნით გამოყენება.

თავი Vსაჩივრის განხილვის პროცედურა და წარმოების წე