1. სექსუალური შევიწროების საჩივართან დაკავშირებით სექსუალური შევიწროების საქმის განმხილველი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 1 თვის ვადაში.
2. თუ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, 1-თვიანი ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე, კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას იღებს წარმოების ვადის დამატებით არაუმეტეს 2 თვით გაგრძელების თაობაზე. საჩივრის განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვე