1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე საქმის წარმოებას ახორციელებს კომისია, რომელიც შედგება სამი წევრისგან.

2. კომისიის წევრთა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარის ვინაობა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი.

3. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ როგორც მერიის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები, ისე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები და რაიონული გამგეობის წარმომადგენლები, რომელთაგან ორი მათგანი მაინც უნდა იყოს ქალი.

4. საქმის განმხილველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ტრენინგი/კურსი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეგულირების მექანიზმის შესახე