1. სექსუალური შევიწროება შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით:

ა) სიტყვიერი ფორმით

ა.ა) სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა;

ა.ბ.) სექსუალური ხასიათის შეძახილები;

ა.გ) სექსუალური ხასიათის კომენტარი/შეკითხვა ადამიანის გარეგნობის, ჩაცმულობის, კომენტარი ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ან პირადი ცხოვრების შესახებ;

ა.დ) კომენტარი ადამიანის სექსუალობის შესახებ;

ა.ე) სექსუალური ხასიათის სახელების დაძახება.

ბ) არასიტყვიერი ფორმით

ბ.ა.) სექსუალური ხასიათის ფოტოს/ვიდეოს ჩვენება, მისი გაგზავნა ინტერნეტით, მობილური ტელეფონით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებით;

ბ.ბ.) სექსუალური ხასიათის ჟესტიკულაციის ჩვენება;

ბ.გ) სექსუალური შინაარსის ტექსტის ჩვენება. სექსუალური შინაარსის ტექსტის/შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტით, მობილური ტელეფონით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებით;

გ) ფიზიკური ფორმით

გ.ა) სახეზე ან სხეულზე (მაგალითად, თმაზე, წელზე და ა.შ.) შეხება;

გ.ბ) კოცნა ან/და მოფერება;

გ.გ) ჩქმეტა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შეიძლება მოიცავდეს სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქცევას, რომელიც არასასურველია და მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან/და შეურაცხმყოფელ გარემო