სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მიზნებია:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა;
ბ) სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების განხორციელება;
გ) სექსუალური შევიწროების მსხვერპლის მხარდაჭერა და დაცვა;
დ) სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის (შემდგომში – შემავიწროებელი) მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული და სამართლიანი პასუხისმგებლობის დაკისრება;
ე) სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის, ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელებ