1. სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

2. სექსუალური შევიწროების სახეებია:

ა)  მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo): პირდაპირი ან ირიბი ფორმით ნებისმიერი სახის სექსუალური ქცევის სანაცვლოდ მსხვერპლისათვის შრომითი ურთიერთობის პირობებთან დაკავშირებული სარგებლის მიღების შეთავაზება ან/და მინიშნება, რომ ის ვერ მიიღებს სარგებელს (მაგ., ჩამოქვეითდება, გათავისუფლდება და სხვა), თუ არ განახორციელებს შემავიწროებლისთვის სასურველ სექსუალური ხასიათის ქმედებას;

ბ) მტრული სამუშაო გარემო: სექსუალური შევიწროებით სამუშაო ადგილზე დამაშინებელი, შეურაცხმყოფელი, მტრული ან/და დამამცირებელი პირობების შექმნა