„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-16 |
|
2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
|
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა;
ბ) სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების განხორციელება;
გ) სექსუალური შევიწროების მსხვერპლის მხარდაჭერა და დაცვა;
დ) სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის (შემდგომში – შემავიწროებელი) მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული და სამართლიანი პასუხისმგებლობის დაკისრება;
ე) სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის, ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელება.
ა) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა – სექსუალური შევიწროების საქმეები განიხილება თანასწორ და სამართლიან გარემოში ობიექტურად და მიუკერძოებლად, მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად;
ბ) კონფიდენციალურობა – მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელი, საკრებულოს წევრი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით განახორციელოს სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოფხვრისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება;
გ) კეთილსინდისიერება – მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამშრომელი ვალდებულია გამოიჩინოს პატივისცემა წინამდებარე მექანიზმის მიმართ და ბოროტად არ ისარგებლოს მისი დებულებებით, ცრუ და არაკეთილსინდისიერი ბრალდებების წარდგენის გზით;
დ) ვიქტიმიზაციის აკრძალვა – დაუშვებელია პირისათავის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა, სავარაუდო შევიწროების ფაქტის შესახებ საჩივრის წარდგენის გამო.
2. წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება როგორც სამუშაო ადგილზე, ასევე სამუშაო ადგილის გარეთ არსებულ სივრცეებზე, რომელიც გამოიყენება მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის მიზნებისთვის, მათ შორის, ცენტრალური ოფისები და შენობის გარეთ სივრცეები – შეხვედრები, მივლინებები, ტრენინგები, კონფერენციები, ადგილი, სადაც დასაქმებული სარგებლობს შესვენებით ან საკვებით, იყენებს ჰიგიენისა და დასაბან საშუალებებს და გამოსაცვლელ ოთახებს, სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობები და კომუნიკაციები, მათ შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით და სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობების შესასრულებლად როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დროს.
3. აღნიშნული რეგულაციის მიზნებისათვის სექსუალური შევიწროება შესაძლოა განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოს მოსამსახურემ.
4. ამ მექანიზმის მიზნებისთვის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მოსამსახურე ან სხვა ნებისმიერი პირი, რომლის მიმართ სექსუალური შევიწროება მუნიციპალიტეტის მოსამსახურემ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას განახორციელა.
2. სექსუალური შევიწროების სახეებია:
ა) მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo): პირდაპირი ან ირიბი ფორმით ნებისმიერი სახის სექსუალური ქცევის სანაცვლოდ მსხვერპლისათვის შრომითი ურთიერთობის პირობებთან დაკავშირებული სარგებლის მიღების შეთავაზება ან/და მინიშნება, რომ ის ვერ მიიღებს სარგებელს (მაგ., ჩამოქვეითდება, გათავისუფლდება და სხვა), თუ არ განახორციელებს შემავიწროებლისთვის სასურველ სექსუალური ხასიათის ქმედებას;
ბ) მტრული სამუშაო გარემო: სექსუალური შევიწროებით სამუშაო ადგილზე დამაშინებელი, შეურაცხმყოფელი, მტრული ან/და დამამცირებელი პირობების შექმნა.
ა) სიტყვიერი ფორმით
ა.ა) სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა;
ა.ბ.) სექსუალური ხასიათის შეძახილები;
ა.გ) სექსუალური ხასიათის კომენტარი/შეკითხვა ადამიანის გარეგნობის, ჩაცმულობის, კომენტარი ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ან პირადი ცხოვრების შესახებ;
ა.დ) კომენტარი ადამიანის სექსუალობის შესახებ;
ა.ე) სექსუალური ხასიათის სახელების დაძახება.
ბ) არასიტყვიერი ფორმით
ბ.ა.) სექსუალური ხასიათის ფოტოს/ვიდეოს ჩვენება, მისი გაგზავნა ინტერნეტით, მობილური ტელეფონით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებით;
ბ.ბ.) სექსუალური ხასიათის ჟესტიკულაციის ჩვენება;
ბ.გ) სექსუალური შინაარსის ტექსტის ჩვენება. სექსუალური შინაარსის ტექსტის/შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტით, მობილური ტელეფონით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებით;
გ) ფიზიკური ფორმით
გ.ა) სახეზე ან სხეულზე (მაგალითად, თმაზე, წელზე და ა.შ.) შეხება;
გ.ბ) კოცნა ან/და მოფერება;
გ.გ) ჩქმეტა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შეიძლება მოიცავდეს სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქცევას, რომელიც არასასურველია და მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან/და შეურაცხმყოფელ გარემოს.
ა) ქმედების ხასიათი;
ბ) მსხვერპლის მიერ სიტუაციის აღქმა;
გ) ქმედების ინტენსივობა;
დ) ქმედების განმეორებადობა;
ე) შემავიწროებლის შესაძლებლობა, მოახდინოს მსხვერპლზე გავლენა;
ვ) მსხვერპლის დაუცველი მდგომარეობა;
ზ) შემავიწროებელსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობა, მათ შორის, სამსახურებრივი იერარქია.
2. ჩამოთვლილი ინდიკატორები არ არის ამომწურავი და, ერთი ინდიკატორის არსებობაც შესაძლოა საკმარისი იყოს სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად.
2. სავარაუდო მსხვერპლმა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა, თავი შეიკავოს აღნიშნული ფაქტის შესახებ სავარაუდო შემავიწროებლის ინფორმირებისგან. მსხვერპლის მიერ სავარაუდო შემავიწროებლის ინფორმირება არ წარმოადგენს სავარაუდო მსხვერპლის ვალდებულებას.
3. სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს (შემდგომში – საბჭოს წევრი) ან საჩივრით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერიის კომისიას ან/და კომისიის რომელიმე წევრს.
4. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი საჩივარს წარადგენს ზეპირი ან წერილობითი (ელექტრონული ან მატერიალური) ფორმით, ამ მექანიზმის დანართის შესაბამისად (იხ. დანართი №1).
5. იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო მსხვერპლისთვის უფრო კომფორტულია, რომ შეტყობინება მოახდინოს ვერბალური ან სხვა ფორმით, საჩივრის მიღებაზე პასუხისმგებელი საბჭოს წევრი, შეავსებს საჩივრის ფორმას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც სავარაუდო მსხვერპლი წარუდგენს და გადასცემს მას შევსებული ფორმის ასლს. სავარაუდო მსხვერპლი ხელმოწერით ადასტურებს საჩივრის მიღებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს.
6. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა საჩივარში უნდა მიუთითოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია, როგორიცაა: სავარაუდო სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, ინფორმაცია მათი სამსახურებრივი/პროფესიული ურთიერთობის შესახებ, სექსუალური შევიწროების ფაქტი (ფაქტები). არსებობის შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია საჩივარს თან დაურთოს მტკიცებულებები (წერილობითი, ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალა, მესამე პირების ვინაობა, რომლებიც შესაძლოა ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ) ან წარადგინოს აღნიშნული მტკიცებულებები საქმისწარმოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
7. აღნიშნული რეგულაციით განსაზღვრული საჩივრის პროცედურის გამოყენებამდე, მისი გამოყენებისას ან გამოყენების შემდეგ, სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი არც ერთ ეტაპზე არ არის შეზღუდული, სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ მიმართოს სასამართლოს, საქართველოს სახალხო დამცველს ან/და შრომის ინსპექციის სამსახურს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლის ან საბჭოს წევრის მიერ ზეპირი ან წერილობითი ფორმით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერიის კომისიისთვის ან კომისიის რომელიმე წევრისთვის საჩივრის წარდგენის შემდეგ, კომისია სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესწავლის მიზნით იწყებს წარმოებას.
3. კომისია უფლებამოსილია სავარაუდო მსხვერპლის ინტერესების დაცვისა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის თანხმობით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთ-ერთ მხარეს, საკრებულოს წევრისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდა, შეუცვალოს სამუშაო ფუნქციები ან/და სამუშაო სივრცე ან გამოიყენოს სხვა დროებითი ღონისძიება, მათ შორის, შესთავაზოს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა.
2. კომისიის წევრთა ვინაობა, რომელთაგან ორი მათგანი მაინც უნდა იყოს ქალი, განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3. კომისიას თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საქმის განმხილველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ტრენინგი/კურსი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეგულირების მექანიზმის შესახებ.
2. კომისიის წევრთა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარის ვინაობა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი.
3. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ როგორც მერიის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები, ისე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები და რაიონული გამგეობის წარმომადგენლები, რომელთაგან ორი მათგანი მაინც უნდა იყოს ქალი.
4. საქმის განმხილველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ტრენინგი/კურსი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეგულირების მექანიზმის შესახებ.
2. სავარაუდო მსხვერპლი ან სავარაუდო შემავიწროებელი, უფლებამოსილია, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ან ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, მოითხოვოს საქმის განმხილველი მოსამსახურის სხვა მოსამსახურით ჩანაცვლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და საქმის განმხილველი სხვა მოსამსახურის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
4. იმ შემთხვევაში, თუ განიხილება კომისიის თავმჯდომარის აცილების საკითხი, გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ან მერი, შესაბამისად.
5. აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სხვა პირის საქმეში ჩართვა უნდა მოხდეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
6. დაუშვებელია აცილების მექანიზმის დროის გაჭიანურების მიზნით გამოყენება.
2. კომისია სავარაუდო შემავიწროებელს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.
3. კომისია მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, უფლებამოსილია:
ა) გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი;
ბ) გამოკითხოს სავარაუდო შემავიწროებელი;
გ) გამოკითხოს მესამე პირები, ვინც შესაძლოა ფლობდეს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
დ) მოიძიოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული ნებისმიერი მტკიცებულება;
ე) გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოამზადოს დასკვნა სექსუალური შევიწროების ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ;
ვ) სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შემავიწროებლის მიმართ განსაზღვროს პროპორციული და თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
4. კომისია ვალდებულია მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ, მათ შორის, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიების თაობაზე და აუხსნას ვის ექნება წვდომა მის საქმესთან.
5. ობიექტური გარემოებების არსებობისას, მათ შორის, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია სავარაუდო მსხვერპლსა და შემავიწროებელს გაესაუბროს მათთვის სასურველ ადგილას, რომელიც შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ადმინისტრაციული შენობის გარეთ არსებული ტერიტორია.
6. სავარაუდო მსხვერპლის წარსული ან ამჟამინდელი სექსუალური/პირადი ცხოვრება, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას, არ არის რელევანტური საქმის განხილვისას და არგუმენტები, ფაქტები ან ინფორმაცია ამის თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს.
7. სექსუალური შევიწროების საქმის შემსწავლელი კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1-ლი ნოემბრის №26-80 დადგენილებისა და ამ მექანიზმის შესაბამისად.
2. სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციასა და მასალებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მინიმალურ პირთა წრეს, ისე რომ აღნიშნულმა ხელი არ შეუშალოს საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევას.
3. სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებული საქმის წარმოების ნებისმიერი მასალის მომზადების/გაგზავნის/შესრულების პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი საშუალება, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ინფორმაციასთან შემხებლობაში მყოფ პირთა წრის შემცირებას.
2. თუ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, 1-თვიანი ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე, კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას იღებს წარმოების ვადის დამატებით არაუმეტეს 2 თვით გაგრძელების თაობაზე. საჩივრის განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
2. კომისიის დასკვნა ფორმდება წერილობით, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს/მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;
ბ) არასაკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების მოტივით, დასკვნის კომისიისათვის დაბრუნების თაობაზე, მისი ხელახალი შესწავლის მიზნით;
გ) სექსუალური შევიწროების ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხევაში, დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4. კომისიის დასკვნის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი დასკვნას განიხილავს და შესაბამის აქტს გამოსცემს დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის/მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი აქტი ეგზავნება მხოლოდ მხარეებს.
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სამსახურებრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დამოკიდებულია სექსუალური შევიწროების სიმძიმეზე, ხარისხზე, მსხვერპლისათვის მიყენებულ ზიანზე, განმეორებადობაზე და ა.შ.
3. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას ფიზიკური ფორმით, დაუშვებელია შემავიწროებლის მიმართ გაფრთხილების გამოყენება.
4. დაუშვებელია სექსუალური შევიწროების ჩამდენისთვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა.
5. სექსუალური შევიწროების ჩამდენის მიმართ, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში, არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები.
6. შემავიწროებლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი სახე.
7. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება საკრებულოს წევრის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის ჩადენა, კომისია უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.
8. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ საკრებულოს წევრის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელი და გვარი, რომლის მიმართაც დადგინდა სექსუალური შევიწროების ფაქტის ჩადენა, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა, მსხვერპლის იდენტიფიკაციის გარეშე.
9. თუ კომისია დაადგენს, რომ საკრებულოს წევრს ან პოლიტიკური თანამდებობის პირს სექსუალური შევიწროება არ ჩაუდენია, მისი სახელი და გვარი, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა, განმცხადებლის იდენტიფიკაციის გარეშე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ აღნიშნული საკრებულოს წევრის/პოლიტიკური თანამდებობის პირის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო განმცხადებელს ეცნობება კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე.
ფუნქციას (შემდგომში – მრჩეველი).
2. მრჩეველი შეირჩევა სექსუალური შევიწროების მიმართ მისი ცოდნისა და მგრძნობელობის გათვალისწინებით.
3. მრჩეველს გავლილი უნდა ჰქონდეს ტრენინგი/კურსი სექსუალური შევიწროების საკითხების შესახებ. ასევე, მას უნდა ჰქონდეს სექსუალური შევიწროების საკითხებზე სათანადო ცოდნა.
4. მრჩევლის უფლება-მოვალეობებია:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მოსამსახურეებისათვის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების შეთავაზება;
ბ) სექსუალური შევიწროების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული ტრენინგების ჩატარების ორგანიზება და მათზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მოსამსახურეთა დასწრების უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირისათვის ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევა სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების განხორციელებაში დახმარება;
დ) სხვა ფუნქციების შესრულება, რაც სექსუალური შევიწროების პრევენციასა და
სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.
2. მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეებისათვის ამ რეგულაციის გაცნობის ვალდებულება ეკისრება მერიის ადმინისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამსახურის ხელმძღვანელები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ მათი დაქვემდებარებული მოსამსახურეების ინფორმირება აღნიშნული რეგულაციის შესახებ.
2. საბჭო ვალდებულია აწარმოოს სტატისტიკა და შესაბამის სამსახურებთან/სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შესრულების, ინციდენტების რაოდენობისა და დამდგარი შედეგების, ასევე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული აქტივობების თაობაზე.
3. ანგარიში წარედგინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
4. აღნიშნული ანგარიში შეიძლება საფუძვლად დაედოს არსებული რეგულაციის გადახედვასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.