მექანიზმი ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა – სექსუალური შევიწროების საქმეები განიხილება თანასწორ და სამართლიან გარემოში ობიექტურად და მიუკერძოებლად, მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად;
ბ) კონფიდენციალურობა – მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელი, საკრებულოს წევრი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით განახორციელოს სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოფხვრისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება;
გ) კეთილსინდისიერება – მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამშრომელი ვალდებულია გამოიჩინოს პატივისცემა წინამდებარე მექანიზმის მიმართ და ბოროტად არ ისარგებლოს მისი დებულებებით, ცრუ და არაკეთილსინდისიერი ბრალდებების წარდგენის გზით;
დ) ვიქტიმიზაციის აკრძალვა – დაუშვებელია პირისათავის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა, სავარაუდო შევიწროების ფაქტის შესახებ საჩივრის წარდგენის გამ