1.  ქმედების სექსუალურ შევიწროებად აღქმისთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მათ შორის, შემდეგი ინდიკატორები:

ა) ქმედების ხასიათი;

ბ) მსხვერპლის მიერ სიტუაციის აღქმა;

გ) ქმედების ინტენსივობა;

დ) ქმედების განმეორებადობა;

ე) შემავიწროებლის შესაძლებლობა, მოახდინოს მსხვერპლზე გავლენა;

ვ) მსხვერპლის დაუცველი მდგომარეობა;

ზ) შემავიწროებელსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობა, მათ შორის, სამსახურებრივი იერარქია.

2. ჩამოთვლილი ინდიკატორები არ არის ამომწურავი და, ერთი ინდიკატორის არსებობაც შესაძლოა საკმარისი იყოს სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად.
თავი III
საჩივრის წარდგენისა და წარმოების დაწყების წე