1. კომისია საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში უზრუნველყოფს სავარაუდო შემავიწროებლის წერილობით ინფორმირებას საჩივრის მიღების თაობაზე.

2. კომისია სავარაუდო შემავიწროებელს განუსაზღვრავს წერილობითი  ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.

3. კომისია მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით,  უფლებამოსილია:

ა) გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი;

ბ) გამოკითხოს სავარაუდო შემავიწროებელი;

გ) გამოკითხოს მესამე პირები, ვინც შესაძლოა ფლობდეს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

დ) მოიძიოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული ნებისმიერი მტკიცებულება;

ე) გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების  საფუძველზე, მოამზადოს დასკვნა სექსუალური შევიწროების ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ;

ვ) სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შემავიწროებლის მიმართ განსაზღვროს პროპორციული და თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

4. კომისია ვალდებულია მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ, მათ შორის, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიების თაობაზე და აუხსნას ვის ექნება წვდომა მის საქმესთან.

5. ობიექტური გარემოებების არსებობისას, მათ შორის, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია სავარაუდო მსხვერპლსა და შემავიწროებელს გაესაუბროს მათთვის სასურველ ადგილას, რომელიც შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ადმინისტრაციული შენობის გარეთ არსებული ტერიტორია.

6. სავარაუდო მსხვერპლის წარსული ან ამჟამინდელი სექსუალური/პირადი ცხოვრება, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას, არ არის რელევანტური საქმის განხილვისას და არგუმენტები, ფაქტები ან ინფორმაცია ამის თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს.

7. სექსუალური შევიწროების საქმის შემსწავლელი კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1-ლი ნოემბრის №26-80 დადგენილებისა და ამ მექანიზმის შესაბამისა