1. მუნიციპალიტეტის ორგანოს მოსამსახურის მიმართ, საკრებულოს წევრისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდა, რომლის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის ჩადენა დგინდება კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი მისთვის დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შემდეგი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სამსახურებრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დამოკიდებულია სექსუალური შევიწროების სიმძიმეზე, ხარისხზე, მსხვერპლისათვის მიყენებულ ზიანზე, განმეორებადობაზე და ა.შ.
3. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას ფიზიკური ფორმით, დაუშვებელია შემავიწროებლის მიმართ გაფრთხილების გამოყენება.
4. დაუშვებელია სექსუალური შევიწროების ჩამდენისთვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა.
5. სექსუალური შევიწროების ჩამდენის მიმართ, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში, არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები.
6. შემავიწროებლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი სახე.
7. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება საკრებულოს წევრის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის ჩადენა, კომისია უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.
8. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ საკრებულოს წევრის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელი და გვარი, რომლის მიმართაც დადგინდა სექსუალური შევიწროების ფაქტის ჩადენა, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა, მსხვერპლის იდენტიფიკაციის გარეშე.
9. თუ კომისია დაადგენს, რომ საკრებულოს წევრს ან პოლიტიკური თანამდებობის პირს სექსუალური შევიწროება არ ჩაუდენია, მისი სახელი და გვარი, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა, განმცხადებლის იდენტიფიკაციის გარეშე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ აღნიშნული საკრებულოს წევრის/პოლიტიკური თანამდებობის პირის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო განმცხადებელს ეცნობება კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე.
თავი VIII
სექსუალური შევიწროების პრევენცი