1. სექსუალური შევიწროების დადგენის შემთხვევაში სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში უფლებამოსილია დააკვირდეს პროცესის შემდგომ განვითარებას, რათა დარწმუნდეს, რომ პრობლემა აღმოიფხვრა.
2. საბჭო ვალდებულია აწარმოოს სტატისტიკა და შესაბამის სამსახურებთან/სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შესრულების, ინციდენტების რაოდენობისა და დამდგარი შედეგების, ასევე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული აქტივობების თაობაზე.
3. ანგარიში წარედგინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
4. აღნიშნული ანგარიში შეიძლება საფუძვლად დაედოს არსებული რეგულაციის გადახედვასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.
თავი XI
სხვა დებულებე