1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი გენდერული თანასწორობის საკითხებში არსებული სპეციალისტებისგან შეარჩევს პირს/პირებს, რომელიც შეითავსებს სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებში მრჩევლის
ფუნქციას (შემდგომში – მრჩეველი).
2. მრჩეველი შეირჩევა სექსუალური შევიწროების მიმართ მისი ცოდნისა და მგრძნობელობის გათვალისწინებით.
3. მრჩეველს გავლილი უნდა ჰქონდეს ტრენინგი/კურსი სექსუალური შევიწროების საკითხების შესახებ. ასევე, მას უნდა ჰქონდეს სექსუალური შევიწროების საკითხებზე სათანადო ცოდნა.
4. მრჩევლის უფლება-მოვალეობებია:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მოსამსახურეებისათვის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების შეთავაზება;
ბ) სექსუალური შევიწროების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული ტრენინგების ჩატარების ორგანიზება და მათზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მოსამსახურეთა დასწრების უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირისათვის ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევა სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების განხორციელებაში დახმარება;
დ) სხვა ფუნქციების შესრულება, რაც სექსუალური შევიწროების პრევენციასა და
სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.
თავი IX
წინამდებარე რეგულაციის იმპლემენტაცია/დანერგ