1. დაწესებულებაში დასაქმებული პირი განსაზღვრავს განსახორციელებელი ღონისძიებებისა და დავალებების პრიორიტეტულობას. პრიორიტეტთა განაწილებისას წარმოშობილი წინააღმდეგობის შემთხვევაში მიმართავს უშუალო ხელმძღვანელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

2. დაწესებულებაში დასაქმებული პირი გონივრულად ანაწილებს სამუშაო დროსა და რესურსებს დავალებების შესრულებისას.

3. დაწესებულებაში დასაქმებული პირი სამუშაოს დაგეგმვისას გონივრულად აფასებს შესაძლო რისკების ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოშობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის გზებსა და სტრატეგიებს მათ აღმოსაფხვრელად.

4. დაწესებულებაში დასაქმებული პირი ზედამხედველობას უწევს სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესს და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას დაწესებულების მიზნებთა