მასწავლებელმა იცის, როგორ შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. ამ მიზნით:
ა) მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე;
ბ) მასწავლებელი იცნობს ინკლუზიური განათლების, ასევე მულტიკულტურულ და მულტილინგვურ მიდგომებსა და პრინციპებს და იყენებდეს მას საკუთარი პრაქტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
გ) მასწავლებელი აცნობიერებს კლასის სტრუქტურაში მოსწავლეთა არაფორმალური როლების მნიშვნელობას და ხელს უწყობდეს საკლასო ერთობის შექმნას;
დ) მასწავლებელმა იცის, როგორ ჩამოაყალიბოს მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობები, მოაგვაროს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით და ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;
ე) მასწავლებელმა იცის, როგორ მოაწყოს სასწავლო ფიზიკური გარემო ეფექტური სწავლებისათვის;
ვ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
ზ) მასწავლებელმა იცის, როგორ იმოქმედოს უბედური შემთხვევის დროს ან აღმოუჩინოს მოსწავლეს ან კოლეგას პირველადი სამედიცინო დახმარება;
თ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში;
ი) მასწავლებელმა იცის გაკვეთილის დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები;
კ) მასწავლებელი აცნობიერებს კლასის მართვის სტილის გავლენას მოსწავლის განწყობაზე, ქცევასა და სწავლის შედეგებზე;
ლ) მასწავლებელმა იცის, როგორ მართოს მოსწავლეების ქცევა წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში, როგორ ასწავლოს თანამშრომლობითი ურთიერთობები და ხელი შეუწყოს აზრის გაბედულად გამოხატვას;
მ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი ქცევის დამოუკიდებლად შეფასებისა და მართვის უნარის ჩამოყალიბებაში;
ნ) მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;
ო) მასწავლებელი პროფესიულად ფლობს სწავლების ენას
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 5. სასწავლო გარემო
თავი III — სწავლება და შეფასება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა
- მუხლი 3. განვითარების თეორიები
- მუხლი 4. სწავლის თეორიები
- მუხლი 6. მოტივაცია და კომუნიკაცია
- მუხლი 7. სასწავლო პროცესი
- მუხლი 8. შეფასების მეთოდები
- მუხლი 9. სწავლების სტრატეგია და მეთოდები
- მუხლი 10. კოლეგებთან ურთიერთობა
- მუხლი 11. თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
- მუხლი 12. სამართლებრივი აქტების ცოდნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-5/