დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ფიზიკურ აღზრდაში შეუძლია:
ა) მიმართულება – ჯანმრთელობა და უსაფრთხოება:
ა.ა) პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების (სპორტულ დარბაზში, ვარჯიშისას და საზოგადოდ) დაცვა;
ა.ბ) მოზარდისთვის აუცილებელი სასიცოცხლო მოძრაობითი უნარების, საყოფაცხოვრებო, სამოქალაქო და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა და პრაქტიკაში რაციონალური გამოყენება;
ა.გ) დაამყაროს კავშირი პირად ჰიგიენას, უსაფრთხოების წესებსა და ჯანმრთელობას შორის.
ბ) მიმართულება – მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები:
ბ.ა) ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი სამოძრაო მოქმედებების შესრულების ხერხების დემონსტრირება;
ბ.ბ) უნარშეზღუდული ბავშვებისთვის აუცილებელი სამოძრაო მოქმედებების შესრულების ხერხების თვალნათელი დემონსტრირება.
გ) მიმართულება – აქტიური მონაწილეობა:
გ.ა) ორგანიზმის გაკაჟებისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის აუცილებელი ფიზიკური აქტივობების მიღწევა და ხანგრძლივი დროით შენარჩუნება;
გ.ბ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაშქრობების დროს ქცევის აუცილებელი წესების აღწერა-შემუშავება;
გ.გ) კლასგარეშე აქტივობების (შრომითი, სპორტული, საზოგადოებრივი და სხვ.) აღწერა-შემუშავება